|
2020-05-28 11:40:06, 990 ნახვა
საზოგადოება
ფოთსა და ქობულეთში, თიბისის მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის" მიერ 2 მრავალპროფილური საავადმყოფო გაიხსნა
ფოთსა და ქობულეთში, „თიბისის“ მხარდაჭერით, „ბომონდის სამედიცინო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ 2 ახალი საავადმყოფო გაიხსნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, მრავალპროფილური, უმაღლესი სამედიცინო აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით აღჭურვილი ფოთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი“, ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. ამოქმედდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. „ფოთის მოსახლეობა რეაბილიტირებულ გარემოში შეძლებს სრული ამბოლატორიული და სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის მიღებას. პირველ ეტაპზე საავადმყოფო 19 საწოლით აღიჭურვა, რამდენიმე თვეში კი საწოლების რაოდენობა 54-მდე გაიზრდება. სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაციები და კომპიუტერული რენტგენოლოგიური კვლევები ჩატარდება. აქვე იფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება და ემერჯენსი, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური ბოქსირებული განყოფილებები. საავადმყოფო აღჭურვილი იქნება საკუთარი სამედიცინო ტრანსპორტით. ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო “ბომონდი“ პირველ ეტაპზე ინფექციური განყოფილების (ცხელების ცენტრი), შემდგომ კი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კლინიკა აღჭურვილია 10 ბოქსირებული პალატით, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცით, თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ლაბორატორიით, რომლებიც მწვავე ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. კლინიკა „ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. „კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი“ სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს აერთიანებდა, დღეს კი მრავალპროფილური, AC-ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა. თიბისი ჯანდაცვის სექტორის N1 მხარდამჭერი ბანკია. ამ მიმართულებით თიბისის მიერ დაფინანსებული ბაზრის წილი 37.1%-ია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)