|
2020-05-25 17:10:44, 1200 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, თუ საჭირო იქნება სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას
თუ საჭირო იქნება სათადარიგო ავტობუსებიც დაემატება და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, დედაქალაქს დაახლოებით 700-მდე ავტობუსი ჰყავს. „დამატებითი რესურსი არის ის ავტობუსები, რომელიც გააჩნია დედაქალაქის მერიას. ჩვენ დაახლოებით 700-მდე ავტობუსი გვყავს, აქედან 500 გასულია ნორმალური ცხოვრების პირობებში და ემსახურება ქალაქის მოსახლეობას და ამ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება დაემატება სათადარიგო ავტობუსებიც და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ შეაჩერეს, კარგ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საქართველო კი ამ მხრივს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ზუსტად იმ ქვეყნებში, რომლებშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო გაჩერებული და არ მიიღეს ის ზომები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგებიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი. საქართველოს მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მხედველობაში მაქვს ის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა და ზუსტად ამის გამო, ჩვენ ავირიდეთ ყველაზე დიდი საფრთხე - ადამიანების სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში იყო ძალიან მძიმე შედეგი ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)