07:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 15:37:57, 1498 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძემ „ანას ბაღის მცველებს“ უსაქმურ ადამიანთა ჯგუფი უწოდა

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა, დღეს "ანას ბაღთან" დაკავშირებით დაგეგმილ აქციას და განაცხადა, რომ „ანას ბაღის მცველები“ უსაქმურ ადამიანთა ჯგუფია.

მისი თქმით, „ანას ბაღს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. “ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, “ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, “ანას ბაღი” კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველებისა“ და გარემოსდამცველთა ინიციატივით აქცია ჩატარდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics