10:29 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 15:24:40, 1334 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქის მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით რეკომენდაციებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ისინი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდებიან. 

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს. აქ საუბარია ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხობაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზრუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც იქნება მითითებები გაცემული, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშობა, როგორ უნდა დაიწყოს და როგორ უნდა იქნას ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება ჩვენი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics