|
2020-05-22 17:50:48, 985 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2-თვიანი საკარანტინო პერიოდი შეაჯამა
2 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინი მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა, რადგან ჩვენ ყველას სულ სხვა რეალობაში მოგვიწია ყოფნა. საბედნიეროდ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. ცენტრალური მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების, მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია შეგვენარჩუნებინა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 2500-ზე მეტი პისიარ ტესტი გაკეთდა და თერმოსკრინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებდნენ, ამ დახმარებისთვის კი მათ დიდ მადლობას ვუხდი. ხვალიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რჩება სოფელ მუშევანსა და გეტაში, ამ ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს მედიკოსების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რათა კორონავირუსმა საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას არ შეუქმნას. პანდემიამ და საკარანტინო მდგომარეობამ თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა, არაერთი კერძო პირი და კომპანია ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში, რისთვისაც ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე სოფელ მუშევანსა და გეტასაც გავხსნით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)