|
2020-05-22 12:31:42, 1307 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძის თქმით, პანდემიის დასრულებამდე კიდევ ძალიან შორია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია დასრულებულად არ გამოუცხადებია და შესაბამისად, ჯერ კიდევ ძალიან შორია მის დასრულებამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ სწავლის დაწყება უკვე იგეგმება და სექტემბრისთვის ბაღებს და სკოლებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. „პანდემიის დასრულებამდე კიდევ ძალიან შორია, ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია პანდემია დასრულებულად. რაც შეეხება განათლების სფეროს უსაფრთხო გახსნას, ამაზე ყოველდღიურად მიდის მსჯელობა როგორ უდნა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში და მეც მათი წევრი ვარ. ყველა გადაწყვეტილება გამოცხადდება. სწავლის პროცესი სექტემბრამდე უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი იქნება ცნობილი სწავლის დაწყებამდე, შემუშავდება გარკვეული წესები ბაღებისთვისაც და სკოლებისთვისაც“, - განაცხადა იმნაძემ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)