19:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 10:04:43, 792 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული იური ბ. ქურდობის ბრალდებით თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს.
უყწების ინფორმაციით, დაკავებული მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის მე-12 კილომეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, მატარებლის სპილენძის საკონტაქტო სადენსა და გვარლს ე.წ. „ტროსს“ იპარავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ბრალდებულის თანამზრახველმა პოლიციის მისამართით გასროლა მოახდინა და გაქცევა მოახერხა, ხოლო იური ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველები თანამზრახველის დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
პოლიციამ მოპარული სადენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 7300 ლარს შეადგენს, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics