11:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 12:23:32, 1110 ნახვა

საზოგადოება
ვარაზისხევის მიმდებარედ დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, ფიჭვები ხვალ ვარაზისხევის მიმდებარედ არსებულ ფერდობებზე მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.

კვლევით დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია ორი სახეობის მავნებელი (Tomicus Destruens, Tomicus Piniperda), რომელიც მათ ხმობას იწვევს. შესაბამისად, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების განხორციელება აუცილებელი გახდა.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics