03:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 11:40:52, 1369 ნახვა

ეკონომიკა
2020 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით, საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 11.9%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატი აქვეყნებს.

ასევე, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით შემცირდა და 713.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (131.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (113.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (111.3 მლნ. აშშ დოლარი).

„2020 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 215.7 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 91.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 55.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.8 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics