|
2020-05-18 12:37:27, 1317 ნახვა
საზოგადოება
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი" დაემატა
საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი" დაემატა. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი" გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „კარდენახის ღვინომ" მიმართა. „წარაფის" დარეგისტრირებით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. „წარაფის" წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში მონაწილეობდა. „წარაფი" ქარვისფერი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „წარაფი" მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. „წარაფის" დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. წარაფის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი კლიმატი: ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, ტყის ყავისფერი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „წარაფის" განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და მაღალ რეპუტაციას. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)