|
2020-05-18 10:56:11, 14222 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს, რომლის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ერთ ახალი პაციენტი მოათავსეს, რომლის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. მისი თქმით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს. „ახალი ინფიცირებულებიდან ჩვენს ცენტრში მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და ამ ეტაპზე სულ 31 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 7 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 2 ჩვენი ცენტრიდანაა. ერთი პაციენტი გვყავდა კრიტიკული, რომელიც უკვე მძიმე ინტენსიური პაციენტია. მასთან შემცირებულად მაინც მიმდინარეობს ჟანგბადის მოხმარება. გვყავს ერთი მძიმე პნევმონიის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დინამიკაში დასტაბილურდა და დაავადება აღარ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების ძირითადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. გვყავს მხოლოდ 2 არასრულწლოვანი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)