|
2020-05-17 14:53:36, 1287 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის ახალი საფუძველი მზადდება, რის შემდეგაც, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად გზა 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდება. კომპანია „ჯივიპის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლისა და წყალარინების ქსელები უკვე განახლდა. ორი ქსელი კი, კომპანიამ „სილქნეთი“ გამოცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „წყნეთში გზების რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩა კაპიტალურად განახლდება. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა მიწისზედა ფართობის მოწესრიგება მიმდინარეობს, რაც გზის საფარის აღდგენას გულისხმობს. მინდა, აქ მაცხოვრებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო, თუმცა, შედეგად, ჩვენ ხარისხიან გზას, განახლებულ წყლისა და წყალარინების ქსელებს მივიღებთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაციისთვის 242 415 ლარი გამოიყო.
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო - საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)