13:53 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 12:21:23, 1507 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის ელჩმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ეროვნული სატყეო სააგენტოს  რეგიონულ სატყეო სამსახურებს დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

დამცავ აღჭურვილობაში შედის დეზინფექციის ბარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, ხელთათმანები და პირბადეები. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პანდემიით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ,  გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის, გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს სახელით, პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის,  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის მთავრობას,  მათ წარმომადგენლობას - საელჩოს და ჩვენ მუდმივ პარტნიორს - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთან ერთადაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

საქართველოსთან გერმანიას მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„ჩვენი თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ეს გრძელვადიანი პროექტია. ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს პარტნიორები. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გარემოს დაცვა უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა ელჩმა.

აღჭურვილობა პარტნიორ საქვეუწყებო დაწესებულებებს   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში გადაეცათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო ­­- საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics