13:54 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 11:49:22, 1466 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ანძა ცისარტყელის ფერების მაგივრად თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება

თბილისის ანძა 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ცისარტყელის ფერებში არ განათდება. 

როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, “17-18  მაისის განათებაზე  შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი  ორგანიზაციის და  ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი”.

მერიის განცხადებით, ისინი ვერ დაარღვევენ ტრადიციას და ვერ  გამოტოვებენ ანძის  განათებას თურქმენეთის დროშის  ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან  დაკავშირებით.

“რაც შეეხება  მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების   წერილებს, მათი   იდეური მრავაფეროვნებიდან და  მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე,  მიღებულია ისეთი  გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და  სოლიდარობას – შემდგომ დღეებში ანძა  განათდება თეთრად.

ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა  მსოფლმხედველობის,  ან ცხოვრების წესის  მიხედვით დანაწევრებული  საზოგადოება”. – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართეს მოუწოდეს რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათებულიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკის გათამაშება დაიწყო ­­- საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics