|
2020-05-16 15:52:47, 1475 ნახვა
რეგიონი
სოლომონ პავლიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, სოფელ ნახიდურში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის აღება უახლოეს დღეებში დაიწყება. საკარანტინო მდგომარეობისას ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის პროცესში სახელმწიფო აქტიურად დაეხმარება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ადგილობრივ ფერმერებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება, სახელმწიფოს მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” გააცნეს და საადრეო კარტოფილის რეალიზაციის პროცესში მაქსიმალურ ხელშეწყობას დაჰპირდნენ. „დღეს ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ დღეებში საადრეო კარტოფილის აღება დაიწყება, ამიტომ ვცდილობთ, რეალიზაციის პროცესში ფერმერებს ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აქტიურად დავეხმაროთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია და საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)