|
2020-05-15 10:46:02, 10301 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან 3 ახალი პაციენტია მოთავსებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან 3 ახალი პაციენტია მოთავსებული. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია. „ჩვენთან შემოსულია 3 ახალი პაციენტი ბოლნისიდან, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი გუშინ გვიან შემოვიდნენ ჩვენთან და არსებული რუტინული კვლევებით, მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე არ არის. ამჟამად გვყავს 38 პაციენტი. ორთან მივიღეთ ტესტზე უარყოფითი პასუხი და დატოვებენ კლინიკას. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა და ისიც მოზარდი. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილური და ვიმედოვნებ, ასე დარჩება. ასევე ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)