|
2020-05-14 13:21:06, 1800 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ამ ეტაპზე უკვე მზად გვაქვს ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბის მინისტრის ინფორმაციით, მისი უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ტურიზმის სექტორითან დაკავშირებულ წესებისა და გაიდლაინების პროექტზე მუშაობს და ის უკვე რამდენიმე დღეში საჯარო გახდება. ნათია თურნავას განცხადებით, გაიდლაინების პირველი პროექტის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. „ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა, რადგან მართლაც ერთია, რომ ჩვენ შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება კარანტინებთან მიმართებაში, რომ დავიცვათ უსაფრთხოება. ეს არ ეხება მხოლოდ იმათ, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა კარანტინში მყოფებთან, ეს შეეხება ასევე ნარჩენების გატანა-უტილიზაციას, დისტანციურ მომსახურებას პერსონალსა და სტუმრებს შორის, სოციალური დისტანციის დაცვას. მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის. მეორე და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დადგენილი იყოს საერთაშორისო ნორმების მიხედვი", - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ნორმების მიხედვით იყოს დადგენილი. ამიტომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პარალელურად, რომელიც ასევე მუშაობს გაიდლაინებზე, და რომლებიც ძალიან მალე ყველასთვის იქნება ცნობილი, საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე თავადაც მუშაობს. „პირველი პროექტი, „დრაფტი" ამ გაიდლაინებისა უკვე მზად გვაქვს და ამას ტურიზმის ინდუსტრიასთან ერთად ვხვეწავთ. ჩვენ ამ ეტაპზე უკვე მზად გვაქვს ამ წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი, როგორც ტრანსპორტზე, ასევე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა უნდათ - იმისთვის, რომ თავის ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და ჩვენ შევჯერდეთ. ჩვენ გვაქვს მკარცად დადგენილი ვადები, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. გარკვეული დრო უნდა მივცეთ ინდუსტრიას, რომ მოემზადოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, შემუშავებულ წესებსა და გაიდლაინებში არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ტურიზმის ინდუსტრია ვერ შეასრულებს, რადგან უწყება მათთან მუდმივ კომუნიკაციაშია.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)