19:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 13:26:10, 1198 ნახვა

სამართალი
ნანუაშვილი: თუ კვიციანთან საპროცესო შეთანხება მოხერხდება, მხოლოდ მივესალმებით

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თუ ემზარ კვიციანის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, ამას მხოლოდ მიესალმება.
"ჩვენ,  რა თქმა უნდა, ვამბობდით, რომ საქმეში  გარკვეული დარღვევები იყო, თუმცა,  თუკი ეს შეთანხმება მოხერხდება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. არ ვხედავ, რომ  რაიმე შეუსაბამობა  არსებობს",-განაცხადა უჩა ნაუაშვილმა.
ცნობისთვის, კოდორის ხეობაში  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი,  შესაძლოა, 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. როგორც "ექსპრესნიუსს" კვციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვისა  და ბრალდების მხარეებს  შორის სასჯელის ნაწილში საპროცესო შეთანხმება შედგა. მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის მიერ დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის დადებული  საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში,  ემზარ კვიციანი გათავისუფლდება.
 "ჩვენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში ვთანხმდებით, ბრალს არ ვაღიარებთ",-დასძინა ალექსანდრე კობაიძემ. პროცესი 28 იანვარს 15: 30  საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ემზარ  კვიციანი 2006 წლიდან, სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა. მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 2014 წლის 28 თებერვალს კი, საქართველოში თავად ჩამოვიდა და  სამართალდამცველებს ჩაბარდა. კვიციანს  17 ნოემბერს  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღსანიშნავია, რომ კვიციანს  თავდებში 35 დეპუტატი და გენერლები დაუდგნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics