|
2020-05-13 17:33:07, 1486 ნახვა
საზოგადოება
მიიღეთ საარქივო სერვისები www.my.gov.ge-ის პორტალის საშუალებით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სერვისები მოქალაქეებისთვის დღეიდან უკვე ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (www.my.gov.ge) საშუალებითაც ხელმისაწვდომია. მომხმარებელი შეძლებს ელექტრონული ფორმით მიიღოს (www.my.gov.ge ვებგვერდიდან ჩამოტვირთოს) მის მიერ მოთხოვნილი სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობა. გარდა ამისა, ასევე ელექტრონული ფორმით შესაძლებელია განცხადების წარდგენა 1936 წლამდე რეგისტრირებული დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობების მოთხოვნით. ელექტრონული მომსახურების გარდა, საარქივო სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა), მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ეროვნულ არქივს ცხელი ხაზის (+995 032 214 05 05) ან ელექტრონული ფოსტის (services@archives.gov.ge) საშუალებით.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)