|
2020-05-11 19:38:22, 2331 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა
საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი, კონკრეტულად კი მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისი წესების შემუშავება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საქალაქთაშორისო ტრანსპორტითა და რკინიგზით, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანის ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება. აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციების რეკომენდაციებითა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების გაიდლაინებზე მუშაობს. „ჩვენ დღეს განვიხილეთ, როგორ უნდა მოვამზადოთ თითოეული სატრანსპორტო დარგი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ კომფორტულად შეძლოს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხოელი სტუმრების გადაყვანა. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელთაც ვაწარმოებთ სხვადასხვა საავიაციო კომპანიასთან. 36 საავიაციო კომპანიიდან, რომელიც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს, 18 - თან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ აღადგენენ ფრენებს. რა თქმა უნდა, ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი დიპლომატიური არხებით სახელმწიფოთა შორის შეთანხმებები უსაფრთხო დერეფნის ამოქმედების პრინციპებზე, მაგრამ, რაც მთავარია, ავიაკომპანიები მზად არიან პირველივე ინდიკაციის თანახმად, აღადგინონ ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ყველა სამედიცინო გაიდლაინის დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ახალი რეალობის გათვალისწინებით გაიხსნას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)