18:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 19:12:15, 1210 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ სტრუქტურებს შორის არსებობს თანამშრომლობის უპრეცენდენტო ხარისხი

ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ მათ შორის, ბრიტანულ სტრუქტურებს შორის არსებობს თანამშრომლობის უპრეცენდენტო ხარისხი - ამის შესახებ,პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განსხვავებული სტრატეგიაა რაზე ინფორმაციაც მათ არ აქვთ.

„ურთიერთობის და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენსა და ბრიტანეთს და ზოგადად, დასავლეთის სპეცსამსახურებს გააჩნიათ, არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის  რამე განსხვავებული სტრატეგია ან რამე თემები მიმდინარეობს ისეთი, რაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს გაცვლილი", -  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, გამოცემა „დეილი მეილი" შემჩნეულია ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში, სადაც ისინი ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და რომ ეს ჯგუფი საქართველოში მდებარეობს თან თითქოს ის არის ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული.

ისინი ასევე, ამბობენ, რომ ეს ჯგუფი მოპარული ვაქცინის ფორმულის უკან დაბრუნებაზე ევაჭრება და  თუ მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუხდიან ან თუ კარგად ივაჭრებენ, შესაძლოა ნაკლებადაც დააბრუნონ ვაქცინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics