16:54 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 18:49:40, 1492 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი არარსებულ ვაქცინაზე- ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება

თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს "ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - ამის შესახებ, კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგების საპასუხოდ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

"მეუფე საბამ თქვა, რომ თუ დააძალებენ ყველას, ეს იქნება ეშმაკისეული მოქმედებაო და მე ამას ვეთანხმები. თუ იძულებულს გახდიან ყველას, რაღაც მოქმედება შეასრულოს. ეს ნამდვილად ეშმაკისეულია. იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთო, ყოველგვარი ახსნის გარეშე, საყოველთაოდ, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ ოღონდ თუ დამაძალებენ, არა.

ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics