|
2020-05-08 10:47:52, 6711 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. მისი თქმით, 4 ინფიცირებული საკარანტინე ზონიდანაა, ხოლო სხვები კონტაქტებს წარმოადგენენ. „8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო სხვები კონტაქტებს წარმოადგენენ. ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი პაციენტი და რჩება ისევ 44 პაციენტი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, კვლავ უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშიმ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ. ამიტომ, მაინც კრიტიკული პაციენტია. გვყავს ერთი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ალბათ, გადაინაცვლებ საშუალო სიმძიმის პაციენტების რიცხვში. დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. მოზარდები გვყავდა 11 და ხუთმა დატოვა კლინიკა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 გამოჯანმრთელებულებულს შორის 3 ჩვენი პაციენტია და სულ 82-ს შეადგენს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)