19:04 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 11:30:26, 1454 ნახვა

საზოგადოება
იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია, თბილისის მერიას გასაყიდად გამოაქვს

იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია, თბილისის მერიას გასაყიდად გამოაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის.

„აქვე მინდა მოგაწოდოთ ერთი სიახლე, ამასთან დაკავშირებით პანდემიამდე საუბარი გვქონდა. საქმე ეხება იპოდრომის ტერიტორიაზე ყოფილ კორტების ტერიტორიას.

დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს კონკრეტული ადგილი. საპრივატიზაცოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულოა, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი.

ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება და კორტებს დავაბრუნებთ ძველი ფუნქციით“,-აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics