22:06 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 10:55:08, 1143 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ბუნებრივია, ამ გზას მივმართავთ

„თუ ჩვენ დაგვჭირდება,  ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და სპეციალისტების რჩევებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში,  ბუნებრივია, ამ გზას მივმართავთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სადაც შესაძლებელი იყო, ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები ვადაზე ადრე მოხსნა.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით  კონკრეტული პასუხი გაცემა რთულია, რადგან მსოფლიოში ვერავინ აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუნდაც ერთი კვირის შემდეგ რა მდგომარეობა იქნება. მოვლენები სწრაფად იცვლება, ყოველდღიურად ახალი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭიროა და იქ სადაც საჭირო გახდა და შესაძლებელი, რომ დაჩქარებულიყო ჩვენს მიერ დაანონსებულ გეგმაში გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯები და ასეც მოვიქცევით სხვა შემთხვევაშიც", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics