|
2020-05-05 18:58:46, 1536 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვანია სასწრაფოს გამოძახებისას ზუსტად ავსახოთ ჩივილები და დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფიცირებული
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც მედპერსონალს დღევანდელ რეალობაში აქვს. მთავარ გამოწვევად პაციენტის მხრიდან ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების დამალვა დასახელდა. ექიმების თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება. შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის გახორციელებისას ზუსტად ავსახოთ ჩივილები და დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფიცირებული. „იკვეთება ფაქტორები, როდესაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებლად საჭიროა მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში. მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის განხორციელებისას გავითვალისწინოთ ეს და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს და უნდა დავაფიქსიროთ, თუ გვაქვს ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და თუ ჩვენ გვაქვს სიცხე. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულ აღჭურვას და მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ. დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მათთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ქმედებები და მეტად დეტალურად გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტების გახსნილობა, რათა დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე მიდის შესაბამისი აღჭურვილობით, ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში კი ექიმები იყენებენ სპეც ეკიპირებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პაციენტმა, სასწრაფოს გამოძახებისას სრულყოფილად დააფიქსიროს სიმპტომები.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)