|
2020-05-04 19:15:59, 1253 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს აკრიტიკებს
„რეალურად როცა იყო საქმე გასაკეთებელი კონკრეტულად პარლამენტის მიერ იმ ფორმატებში, რა ფორმატებშიც უნდა მიეღო ოპოზიციას მონაწილეობა, მაშინ არიდებდნენ ისინი თავს მუშაობას და გამოცხადებული ჰქონდათ ბოიკოტი, ახლა, როდესაც აბსოლუტურად სხვა რეჟიმში უწევს პარლამენტს მუშაობა, ახლა მოინდომეს ბოიკოტიდან გასვლა, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წლების განმავლობაში, ოპოზიცია არც ერთი დღე არ ყოფილა კონცენტრირებული საქმეზე. მისივე თქმით, ეს არ იყო მათი ამოსავალი წერტილი და მთლიანად იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ. „ახლა ის ვითარებაა, როდესაც ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის საქმე, ამ პანდემიის და ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და არავის არ აინტერესებს, დღეს ვინ დაიწერს პოლიტიკურ ქულებს, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია. ამ ვითარებაში, როდესაც ისინი არ არიან ორიენტირებული საქმეზე, არამედ ორიენტირებული არიან მხოლოდ ქულების დაწერაზე, ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში და ამის გამოვლინებაა ის განცხადებები, რომელიც კეთდება პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა ასევე პარლამენტების მუშაობის პრაქტითან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის დროს. „საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადავხედოთ, ძალიან კარგად ჩანს თუ როფორ მუშაობს პარლამენტი დემოკრატიულ სივრცეში საგანგებო მდგომარეობის დროს. ასეთ დროს პარლამენტს უწევს საგანგებო რეჟომში გადასვლა, რაც ნიშნავს, რომ უკიდურესად შეზღუდულ რეჟომში ტარდება პლენარული და საკომიტეტო სხდომები, ასეთი არის პრაქტიკა დემოკრატიულ სივრცეში და ასეთი პრაქტიკით უწევს მუშაობა პარლამენტსაც. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უსაფუძვლო კრიტიკა. პარლამენტი მუშაობს ზუსტად იმ პრაქტიკის შესაბამისად, რა პრაქტიკაც არის ჩამოყალიბებული დემოკრატიულ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის დროს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)