10:13 - 11 May, 2026
|
2015-08-18 12:09:48, 1314 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნები დაიწყო
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ფედერაციის ტელეკომპანია Звезда ავრცელებს. არხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო მანევრები სომხეთსა და ყირიმსაც მოიცავს. მასში დაახლოებით ცხრა ათასამდე სამხედრო და სამი ათასამდე სარაკეტო- საარტილერიო დანადგარია ჩართული. წვრთნები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი საბოლოო ეტაპი ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან სროლებს ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)