05:43 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 13:37:12, 1871 ნახვა

რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ბაზარი გაიხსნა

დღეიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, სადაც  კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული. 

ადგილზე დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება.

ღია ტიპის სავაჭრო საბითუმო სივრცეში არსებულ ვითარებას დილიდან, პირადად აკონტროლებდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები. 

აღსანიშნავია, რომ ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, 27 აპრილიდან ეტაპობრივად ხორციელდება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics