|
2020-05-02 19:36:34, 2358 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სწავლის აღდგენა არ იგეგმება
ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრამდე სწავლის აღდგენის საკითხი დღეს არ განიხილება. „განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს და განათლება სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან - მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს შეზღუდვები დაკავშირებულია ისევ და ისევ ჯანმრთელობისთვის საფრთხეების არიდებასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან, მაგრამ ეს დღის წესრიგში დგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმსჯელობთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)