02:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 14:03:20, 1337 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ავტომობილებს კომპანია „ფიატი“ უსასყიდლოდ მოემსახურება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია "ფიატმა" სასწრაფო დახმარების ავტომობილების უსასყიდლო მომსახურების სერვისი შესთავაზა. კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასწრაფო დახმარების მანქანებს უფასო ტექნიკური მომსახურება 1 თვის განმავლობაში გაეწევა.

ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანია "ფიატის" ხელმძღვანელს, ზურა გვაზავას, მადლობა პირადად გაუხადა და ყურადღება სასწრაფო დახმარების შეუფერხებელ მუშაობაზე გაამახვილა.

"ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც სასწრაფო დახმარების მედპერსონალი კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მედიკოსების მიმართ მსგავსი მხარდაჭერის გამოხატვა. მადლობა მინდა გადავუხადო "ფიატის" ცენტრს იმისთვის, რომ გამოხატა თანადგომა და საკუთარი წვლილი შეიტანა სასწრაფო დახმარების შეუფერხებელ მუშაობაში ", - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics