13:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:40:09, 1041 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენ პირველივე დღეებიდან დავიწყეთ დაგეგმვა და გავაკეთეთ არაერთი სცენარის მოდელირება

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გაწერილ სავარაუდო სცენარებზე იმსჯელა.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებამ პირველივე დღეებიდან დაიწყო დაგეგმვა, გაკეთდა არაერთი სცენარის მოდელირება და ყველაზე რადიკალური, რთული სცენარისთვისაც კი, დეტალური გეგმა გაიწერა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დამატებითი ქალაქების დაკეტვის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თავდაცვის ძალებს კიდევ დაემატება კონტროლის არეალი, გაიზრდება მობილური და სტაციონარული გადაადგილების კონტროლის პუნქტების რაოდენობა, რაც ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

 „ჩვენი სამხედროები რისკის ზონაში იმყოფებიან, ჩვენ არ ვიცით დაინფიცირებულ მოქალაქესთან გვიწევს თუ არა შეხება. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა და მოქალაქეების გადაადგილება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics