|
2020-04-16 12:09:27, 8267 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - დადგება მომენტი ქვეყანას ექიმი არ ეყოლება, ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს რესურსი, დარჩით სახლში
რატიანი - დადგება მომენტი ქვეყანას ექიმი არ ეყოლება, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს რესურსი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა არ შეწყვეტს „ღლიცინს“, დადგება მომენტი როდესაც ქვეყანას ექიმი აღარ ეყოლება. მან თხოვნით მიმართა ყველას, ერსა და ბერს, დარჩნენ სახლში და დაიცვან დისტანცია. მან ასევე ისაუბრა რეანიმაციაში შექმნილ სიტუაციაზე. მისი თქმით ძალიან რთული საყურებელია ის თუ როგორ იხრჩობიან პაციენტები, რადგან ხანდაზმული პაციენტებს რთულად გადააქვთ და ეჯაჭვებიან ხელოვნური ვენტილაციის პარატებს. „სულ ვიძახდი, რომ არავინ ამ ინფექციის შესახებ მთელს მსოფლიოში არ იცის სრულად. ერთადერთი ვიცით ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისებების შესახებ ეს არის ფიზიკური დისტანცია რაც აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რომ დროში გაიწელოს ეს ყველაფერი, არ დავსნებოვნდეთ, არ გავხდეთ ინფიცირებული არ წავიდეს ის გართულებები , რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია. ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ, ალბათ თუ ასე გავაგრძელებთ ღლიცინს, რასაც ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ქართველი ექიმები. ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ და ვეთანხმები, ნამდვილად ასე იქნება. დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას ვთხოვ და მოვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი დაიჭირონ ფიზიკური დისტანცია ერთმანეთთან. მე მყავს სამი შვილი და თვე ნახევარია, ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ მინახავს, იმაზე მეტად მენატრება ვიდრე სხვებს, მაგრამ ეს ცხოვრება დაგვიდგა უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენია ვერავის, თუ რახდება ჩვენ რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები იმიტომ რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. ახალგაზრდები გამოძვრნენ, მაგრამ ხანდაზმულები მიჯაჭვულები არიან ამ არაინვაზიურ სვენტილაციას. ამ სიტუაციის ყურება ძალიან რთულია ჩვენთვის. ძალიან გთხოვთ ნუ იზამთ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ. ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ დავიჭერთ ამ სიტუაციას თუ დავრჩებით სახლშ და ერთმანეთს გავუფრთხილდებით. წყალი, ჩაი, ერთმანეთის პირისპირ არ უდნა დავლიოთ. ბუმბერაზი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებიც ვერ გაუმკლავდნენ ამას, ისევდაისევ უპასუხსიმგებლო მოსახლეობის, ეგრეთ წოდებული ღლიცინის გამო“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)