2020-04-13 20:08:58, 1454 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - მთავარი ამოსავალი წერტილია დავიცვათ ერთმანეთი, ეკლესია, მრევლი და მაღალი სასულიერო პირები
მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, მთავარი ამოსავალი წერტილია - დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ეკლესია, მრევლი და მაღალი სასულიერო პირებიც - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის, პირველმა მოადგილემ, ტვ „იმედის" გადაცემაში „დღის ქრონიკა" განაცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავარია დაცული იყოს ირ რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
„ეკლესიის კარები რა საკვირველია არ დაიკეტება. მთავარია უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც გასცეს საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანებმა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები. მთავარი ამოსავალი წერტილია - დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ეკლესია, მრევლი და მაღალი სასულიერო პირებიც" - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,