|
2020-04-10 13:57:15, 1451 ნახვა
საზოგადოება
თურნავა - სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, მისი გარეთ გატანა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, მისი გარეთ გატანა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო დიპლომატიური ძალებით ახერხებს მის მოძიებას და შეძენას კომერციულ ფასად. „განვმარტავ პირბადეების თვითღირებულებასთან და ფასთან დაკავშირებით, როგორც ვთქვი, თითოეული პირბადის შეკერვა გვიჯდება ლარზე ოდნავ მეტი, კონკრეტულად 1 ლარი და 8 თეთრი. მექანიზმი არის შემდეგი, სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო ამ შემთხვევაში ვიძენთ სამედიცინო დოლბანდს უცხოეთიდან, ამას ვაკეთებთ ჩვენ იმიტომ, რომ დღეს სამედიცინო დოლბანდი არის სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, შეზღუდა მისი გარეთ გატანა. ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ამის მოძიებას და შეძენას კომერციულ ფასად. გარდა ამისა, ამაში არის ჩადებული ჩვენი მკერავების შრომა და საწარმოო ხარჯები, რაც ასახულია თვითღირებულებაში. თითოეული პირბადის კერვა კონტრაქტების მიხედვით, საშუალოდ ჯდება 60-დან 70 თეთრამდე დღგ-ს ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ მთელმა რიგმა სამკერვალო კომპანიამ მოგვაწოდა პირველი პარტიები უფასოდ და კერვის ღირებულება იქ არ იყო ასახული. ჩვენ დღესაც ვარიგებთ და მანამდეც დავარიგეთ ეს პირბადეები სხვადასხვა კატეგორიაზე, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებზე, კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან მიდის ეს პირბადეები უფასოდ, პოლიციელებთან, ჯარში და ა.შ. მაგრამ იმისთვის, რომ ეს პირბადეები ხელმისაწვდომი გახდეს ბაზარზე და ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, ახლა ანაზღაურებადი პირობით ვაკეთებთ ამას სამკერვალოებთან. თანაბარი პირობებია ყველასთვის. ვისაც აქვს სურვილი გარკვეული მოცულობა უფასოდ შეგვიკეროს, ამას მივესალმებით, მაგრამ იმისთვის, რომ ეს სისტემური იყოს, ჩვენ ამ თანხას ვანაზღაურებთ. ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს ვინც კერავს პირბადეებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ბაზარი არ გაჯერდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)