2020-04-10 13:12:09, 1167 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ საჭირო იქნება, სხვა რეგიონებშიც გახსნიან საველე ჰოსპიტლებს
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუ საჭირო იქნება, სხვა რეგიონებშიც გაშლიან საველე ჰოსპიტლებს.
მისი თქმით, ყველა იმ რეგიონში, სადაც საველე ჰოსპიტალის გაშლის საჭიროება იყო, მყისიერად მოხდა ჰოპიტლების გაშლა.
„ყველა იმ რეგიონში, სადაც საველე ჰოსპიტალის გაშლის საჭიროება იყო, ჩვენ მოვახერხეთ მყისიერად ჰოპიტლების გახსნა, რომლებიც მუშაობდნენ ცხელების კლინიკებიდან, რა თქმა უნდა, შემდგომშიც, სადაც ეს საჭრო იქნება ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოპიტლების გაშლას, ვინაიდან ჩვენ დეტალურად გვაქვს შესწავლილი საქართველოში ჰოპიტალური განვითარების ქსელი, ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან, რომელიც ჩამოყალიებულია უკვე წლების მანძლზე საქართველოში ჰოპიტლების ქსელებთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკატერინა ტიკარაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან