|
2020-04-09 16:54:04, 1416 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია
საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება. ამ მუნიციპალიტეტებში ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული წარმოების პირბადეების შემადგენლობა შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში. ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. ამ ეტაოზე, გაიყიდება 400,000 ერთეული პირბადე. დედაქალაქის შემდეგ ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება. ხვალ საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხი მსხვილი სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. მსოფლიოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის პირბადეების ადგილობრივი წარმოება რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა საჯარო უწყებებთან კოოპერაციის საფუძველზე, განახორციელა სამკერვალო საწარმოების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უსასყიდლოდ პირბადეების დამზადების პროექტში, იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შედეგად, საქართველომ, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შეძლო ამ დეფიციტური პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყება.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)