|
2015-08-12 01:17:42, 508 ნახვა
საზოგადოება
უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული „ბარსელონა“ გახდა
უეფა-ს ევროპის სუპერთასის მფლობელი „ბარსელონა“ გახდა. „ბარსელონამ“ "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში „სევილია“ ანგარიშით 5-4 დაამარცხა. მატჩის 115-ე წუთზე, დამატებით დროში მე-5 გოლი „ბარსელონას“ ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა გაიტანა. მატჩში პირველი გოლი მე-3 წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მე-7 წუთზე ანგარიში „ბარსელონამ“ ლიონელ მესის დარტყმით გაათანაბრა. მე-16 წუთზე კი მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა. 44-ე და 52-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორები "ბარსელონას" ფეხბურთელები რაფინია და სუარესი არიან. 57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიამ" გამეიროს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. "ბარსელონას" კარში "სევილიამ“ 81-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რითიც ანგარიში გათანაბრდა. გატანილი გოლის ავტორი კონოპლიანკაა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 4:4 დასრულდა. უეფა-ს სუპერთასის მატჩში, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)