|
2020-04-08 10:11:25, 3965 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 6 პაციენტია, მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია
„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის 6 პაციენტი, მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატანმა განაცხადა. მისი თქმით, 27 პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია უფიქსირდება. „კრიტიკული მედიცინის დეპარტმანეტში არის 6 პაციენტი, მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტებს, იმყოფებუან თერაპიულ განყოფილებაში. 27 მათგანს დადასტურებული აქვს კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონია და უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა. ბავშვი 13 წლის, რომელიც მკურნალობას განაგრძობს ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპამდე მასთან არანაირი კლინიკური გამოვლინება არაა, რაც ძალიან გვახარებს. ორსული ქალბატონები, რომლებიც არიან ჩვენს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია, როგორ მათი, ასვე ნაყოფის. დღეს ახალი პასუხი არ მიგვიღია, ლუგარიდან ველოდებით პასუხს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)