06:28 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 12:28:19, 1402 ნახვა

საზოგადოება
მეუფე დანიელი - როცა ადამიანი ავადაა და არ იცის, ეკლესიაში მოსვლით განიკურნება

როცა ადამიანი ავადაა და არ იცის, ეკლესიაში მოსვლით განიკურნება, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, ის შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ღირსეულად ნაზიარები ადამიანები ავრცელებენ მხოლოდ სიჯანსაღეს.

„თუ ადამიანი ოდნავ მაინც ავად არის და არ იცის ამის შესახებ და ის მოვა ეკლესიაში, პირიქით, ის განიკურნება. ასეთი ადამიანები, რომლებიც სულიწმინდის მადლით არიან აღვსილნი, როდესაც გარეთ გადიან ისინი ავრცელებენ სულიწმინდის მადლს. ეს მადლი კურნავს საზოგადოებას, ასე წერია სახარებაში. თქვენა ხართ მარილი სოფლისა უკეთუ მარილი განქარდეს რაითამე დაიმარილოს. ე.ი. თუ ადამიანი ურწმუნოა, რასაკვირველია, მისთვის ეს გაუგებარია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მორწმუნეა და რასაკვირველია, აქ შიში არ უნდა იყოს. თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, ის შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ ღირსეულად ნაზიარები ადამიანები ავრცელებენ მხოლოდ სიჯანსაღეს და ჩვენი ქვეყანა სწორედ ამაზე დგას. დღესაც ის, რომ დინამიკა არ არის მაღალი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამის დამსახურება“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics