|
2020-04-07 12:02:16, 13107 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - 42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ეტაპზე სტაბილურია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ეტაპზე სტაბილურია. რატიანი იმედოვნებს, რომ თუ დღევანდელი დღე გადალახა ამ პაციენტმა, მისი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა არ გახდება საჭირო. „რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობენ, ექვსი გვყავს რეანიმაციული პაციენტი, აქედან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამი არის პონტანურ სუნთქვაზე. 62 წლის ქალბატონის მდგომაროება ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება ქალბატონს 80 წლისას, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 42 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კრიტიკულად მძიმე იყო, ამ ეტაპზე სტაბილურია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, ამ ბიჭს ფიქტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა არ დასჭირდება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)