|
2020-04-02 09:44:09, 1269 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მოქალაქეები ცხინვალის რეგიონიდან და ენგურის მეორე მხრიდან. „დღეის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ჩვენ რაღაც ციფრებს უბრალოდ, ასე პირდაპირ არ ვაფიშირებთ. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა მკაფიო და პირდაპირი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება, რომლის პროცესი დღესაც არ არის დასრულებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს დღეებში დაასრულებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ საქართველოს კუთხეში და მოქალაქეები როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხრიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)