09:47 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 16:08:24, 1250 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინის“ აბონენტებს საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ

„საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის „ბილაინის“ აბონენტებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. შედეგად, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება.

„ბილაინის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა როგორც კომპანიის შიგნით, ისე პარტნიორებთან თანამშრომლობით. Covid-19-ის ქვეყანაში აღმოჩენისთანავე „ბილაინმა“ დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და სადღეისოდ კომპანია სრულადაა გადასული დისტანციურ მუშაობაზე, სატელეფონო ცენტრის  ჩათვლით. მომხმარებლებს შეუძლიათ, მიიღონ „ბილაინის“ ყველა მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, ციფრული არხებით: აპლიკაციით MyBeeline, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით.  აბონენტებისთვის ჩვეულებრივაა ხელმისაწვდომი ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics