|
2020-03-31 12:31:26, 1815 ნახვა
რეგიონი
შალვა კერესელიძე: კორონავირუსის პრევენციისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სამთავრობო გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ, საკოორდინაციო ჯგუფების წევრებთან ერთად, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. მოხალისეთა ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან რეგიონში მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფთან. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართულ პირებს, საკუთარი და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეები გადაეცათ. „ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სამთავრობო გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სახელმწიფოს უპირველესი მიზანია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. კოორდინაციაში ვრჩებით ხელისუფლების ყველა შესაბამის უწყებასთან და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები მცხეთა-მთიანეთში მაქსიმალურად შესრულდეს“- აღნიშნა შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც.
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)