|
2020-03-30 18:25:35, 1438 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კერძოდ, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)