20:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:30:26, 2050 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - შუქის ჩაქრობა და ლოდინი მარტივია, მაგრამ რა ფასი ექნება ამას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი მარტივია, ეს ყველაფერი რო დასრულდება სად იქნება ჩვენი ქვეყანა - ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.


მან ასევე აღნიშნა, რომ  ამ ყველაფერს გავუმკლავდებით, მთავარია დაკარგული პოზიციების აღდგენა სწრაფად შევძლოთ.


"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ხომ უნდა იყოს იმ მდგომარეობაში,  რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა რომლის დაკარგვაც ფაქტობრივად  მოგვიწევს და ეხლაც ვხედავთ  ყოველდღიურად ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შესუსტებული ამიტომ ვცდილობთ დაბალანსებული დაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი, უბრალოდ ამას რა ფასი ექნება და ეს ყველაფერი რომ დასრულდება ჩვენი ქვეყანა სად იქნება. ამიტომ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯნაბიჯ", - განაცხადა გახარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics