19:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 11:33:52, 2041 ნახვა

პოლიტიკა
ევროპაში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, შეეზღუდა მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში, დაგმეს

ევროპაში ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, შეეზღუდა მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში, დაგმეს.

პოლიტიკური ლიდერები ტრამპის გადაწყვეტილებას აფასებენ როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

ამის შესახებ ინფორმახიას "The Washington Post" აქვეყნებს.

ევროკავშირში ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ბოლო წლებში ვაშინგტონსა და ევროპას შორის არსებულ ყველა სირთულესთან ერთად, მოგზაურობის ახალმა შეზღუდვებმა წარმოშვა უდიდესი გაუგებრობა.

მოკლე განცხადებით ევროკავშირმა გამოხატა ამ საკითხთან დაგავშირებით თავისი პოზიცია.

"კორონავირუსი არის გლობალური კრიზისი და არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე კონტინენტით. ის მოითხოვს თანამშრომლობას და არა ცალმხრივ მოქმედებას”, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში მოგზაურობა ევროპის 26 ქვეყნიდან, 30 დღის განმავლობაში აიკრძალება. აკრძალვა არ შეეხოთ აშშ-ს მოქალაქეებს, იქ მუდმივად მცხოვრებ პირებსა და მათი ახლობლების უმეტესობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics