19:26 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 13:48:04, 13097 ნახვა

პოლიტიკა
უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის შემადგენლობის შეცვლა იგეგმება (ექსკლუზივი)

უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის შემადგენლობის შეცვლა იგეგმება - ამის შესახებ, "ექსპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.  
თანამდებობას ჩამოცილდება, რამდენიმე მინისტრი, მათ შორის ეკონომიკური გუნდი. თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, "ექსპრესნიუსის" ცნობით, "ქართულ ოცნებაში" მიდის მსჯელობა, მისი ეკონომიკის დოქტორის, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ჭარაიათი ჩანაცვლების შესახებ.
აშშ-ს სენატის და მეგობართა ჯგუფის რეკომენდაციაა, თანამდებობას ჩამოშორდეს, მაია ცქიტიშვილიც, რომელსაც ამერიკელი პარტნიორები ანაკლიის პროექტის ჩაშლაში ადანაშაულებენ.  ცქიტიშვილის ჩასანაცვლებლად რამდენიმე კანდიდატზე მიდის მსჯელობა.
"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ძალოვან გუნდს დაუბრუნდება სოსო გოგაშვილიც. არსებული ცნობით ის შინაგან საქმეთა მინისტი იქნება.  გოგაშვილის დაბრუნება თავდაცვის მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება უახლოეს მომავალში გამოეყოფა, რომელსაც სავარაუდოდ, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics