|
2020-03-09 12:32:55, 2977 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე მაღალი პროფილის საქმეებზე - კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით პარტიებს შორის შეთანხმება არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაღალი პროფილის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკრეტულ პირებზე გადაწყვეტილება არ ყოფილა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული არ უნდა იყოს. „გუშინ და დღეს ვისმენთ კითხვებს და განსხვავებულ ინტერპრეტაციებს. ეს არის მაღალი პროფილის საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ არ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ის არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კალენდრის ნაწილი. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით, დოკუმენტში არ არის მითითებული და შეგიძლიათ გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს. შესაბამისად, კითხვებზე არის თუ არა მიღებული რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა, ასეთი კონკრეტული შეთანხმება პარტიებს შორის გუშინ არ ყოფილა. არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ვინმეს დაკავებასა და პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)