00:50 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 15:25:16, 4081 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს

„ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდამ კონტროლირდება ყველა ის ადამიანი, ვინც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანი არის ჯამში 70 და მათ კვლვეა უტარდებათ.

„როდესაც უკვე ინფექციის გადატანა ჩვენს ქვეყანაში ხდება მოსახლიდან მოსახლეზე, სიტუაცია რთულდება, თუმცა ესეც არ იძლევა მოსახეობისთვის პანიკის საფუძველს.

ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტოლირდება ყველა ის ადამიანი, ვინც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან და იმ 70 ადამიანი შემოწმება ხდება, ვინც იმყოფებოდა კონტაქტში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე განმარტა, რომ თუ მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს რჩევებს გაითვალისწინებენ, ინფექციის გადადების მართვა გამარტივდება.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომედაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ინფექციის გადადების მართვა, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან დაცულები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics